ბრალდებები თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი დეზინფორმაციას წარმოადგენს – თავდაცვის სამინისტრო

იხილე

პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ 12 წლის ასაკიდან აცრა შემოდგომიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოში 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ 12 წლის ასაკიდან აცრა შემოდგომიდან დაიწყება. „ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო 12 წლის ასაკიდან ბავშვების აცრა. ჩვენთანაც აღნიშნულთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოში ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ შემოდგომიდან ჩვენთანაც დაიწყება“,- განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება პედაგოგების ვაქცინაციას, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. „მივესალმები ვაქცინაციის პროცესში ჩვენი პედაგოგების აქტიურობას. მასწავლებლების დაახლოებით 40% უკვე აცრილია და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება“,- განაცხადა იმნაძემ.

იხილე