პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ეს კვირა აქვთ დრო, თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და  „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები
13 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი - ეს კვირა აქვთ დრო, თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები

დღეს არის ოთხშაბათი, დაველოდებით, ეს კვირა დრო აქვთ, ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, ორშაბათიდან, როგორც „მოქალაქეების“, ისე „ლელ- ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება, „ალდე“, ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნება, როგორც ტერორისტის მფარველები ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არის ჭეშმარიტების მომენტი, მათ შორის, ევროკავშირისთვის.

„ალდე“ გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული, ზოგ ქვეყანაში, ხელისუფლებაშიც არის „ალდეს“ წარმომადგენელი. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს და მოველით „ალდესგან“, ამ ევროპული ძალებისგან, გვითხრან ტერორიზმი არის თუ არა ევროპული ღირებულება. ვინაიდან, თუ ადამიანმა აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა, მას საკუთარი პარტია არ ემიჯნება, პარტია „მოქალაქეები“, ე.ი. ეს პარტია არის ტერორისტის მფარველი პარტია. თუ არ ემიჯნება მისი კოალიციური პარტნიორი, ის გუნდი, რომელშიც ირიცხება დღემდე, ესეც არის ტერორისტის მფარველი.

თუ მას არ ემიჯნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც არის ეს პარტია, გაერთიანება, კოალიცია, ისინიც ტერორიზმის მფარველები არიან. დღეს არის ოთხშაბათი, დაველოდებით, ეს კვირა დრო აქვთ, ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, ორშაბათიდან, როგორც მოქალაქეები, ისე ძლიერი საქართველოს გაერთიანება, "ალდე" ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნება, როგორც ტერორისტის მფარველები. ორშაბათამდე აქვთ დრო, ორშაბათიდან ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები, შემდეგ ყოველ განცხადებაზე შევახსენებთ, რომ ტერორისტების მფარველი ორგანიზაცია არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები