ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

„პუბლიკის“ ინფორმაციით, თბილისში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. 18 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კვარაცხელიას მკვლელობისთვის 2 პირს ეძებენ. 20 სექტემბერს მათ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. შსს-ს ვერსიით, 21 და 22 წლის პირები ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. „კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. სხეულზე მიყენებული დაზიანებებით…

იხილე