პოლიტიკა

დეჟა ვუ“ მაქვს! - თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო ჟამია - როგორც მიხეილ სააკაშვილი კოსტიუმივით ირგებდა კონსტიტუციასა და კანონებს, თქვენც ასე აკეთებთ!  ბარემ “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაწერეთ, რომ მხოლოდ იმათ აქვთ არჩევნებზე დამკვირვებლის უფლება, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, - ეს განცხადება პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა,
14 წუთის წინ

დეჟა ვუ“ მაქვს! - თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო ჟამია - როგორც მიხეილ სააკაშვილი კოსტიუმივით ირგებდა კონსტიტუციასა და კანონებს, თქვენც ასე აკეთებთ!  ბარემ “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაწერეთ, რომ მხოლოდ იმათ აქვთ არჩევნებზე დამკვირვებლის უფლება, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, - ეს განცხადება პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა,

„დეჟა ვუ“ მაქვს! - თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო ჟამია - როგორც მიხეილ სააკაშვილი კოსტიუმივით ირგებდა კონსტიტუციასა და კანონებს, თქვენც ასე აკეთებთ! ბარემ “საარჩევნო კოდექსში“ პირდაპირ ჩაწერეთ, რომ მხოლოდ იმათ აქვთ არჩევნებზე დამკვირვებლის უფლება, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას გააკეთა, რომლის მიხედვით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.

ხორგუანის აზრით, აღნიშნული ცვლილებებით “ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ენდობა.

“ამ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ იმდენი შემომწირველი სხედხართ, რომ არ მიკვირს. როგორც ჩანს, არც მაშინ გაწუხებდათ რეჟიმი, რომელიც მაშინ იყო. ამბობთ, რომ ობიექტური სურათისთვის სჯობია, საერთაშორისო დამკვირვებლები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და არა საქართველოს მოქალაქეები. რატომ ფიქრობთ, რომ გერმანელი, პოლონელი ან ესტონელი დამკვირვებელი უფრო ობიექტური იქნება, ვიდრე ქართველი დამკვირვებელი? ან მათ პოლიტიკურ გემოვნებას რით ადგენთ? - დაჟინებული მზერით?! თან სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ და ამბობთ: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო და პირდაპირ ამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს მოქალაქის ობიექტურობას არ ენდობით“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა წარადგინა. როგორც მათიკაშვილმა განმარტა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოში არჩევნების დაკვირვებას გადაწყვეტს, აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაცია უნდა იყოს მიტანილი.

მისი განცხადებით, ადამიანის პოლიტიკურმა გემოვნებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება არ უნდა გამოიწვიოს.

“პროექტი ინიცირებულია, რათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და მათ წარმომადგენლებს სუბიექტურობის მოცემულობა გამოვაცალოთ, რაც სამწუხაროდ, პრაქტიკაში არაერთხელ ვიხილეთ. აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულმა დაქირავებულმა პირმა არჩევნებთან დაკავშირებული დასკვნა საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით შეადგინა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში გააგზავნა, რომელმაც შემდგომ ეს დასკვნა საკითხების გადასაწყვეტად გამოიყენა. იყო თითიდან გამოწოვილი მიზეზები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით....

მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ისეთი დასკვნები მიიღოს, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის მიერ იქნება შედგენილი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები