3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოემზადეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გასაკეთებლად, დღეს ეს იქნება საჭირო. გარდა ამისა, თქვენ უნდა დაეხმაროთ სხვებს და უნდა იმოქმედოთ ძალიან სწრაფად, რათა ყველაფერი მოასწროთ. გაქვთ შანსი, დღეს მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დიდ და კარგ ცვლილებებს მოიტანს.დღეს მთლიანად მიენდეთ ემოციებს. შესაძლოა სასიამოვნო თავგადასავლები გქონდეთ. კურო სწრაფად უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელად თუ შეძლებთ სრულად ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ამ დღეს გეძლევათ. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ. სასიყვარულო განცდებით სავსე დღე გელით, რასაც მოჰყვება იმედგაცრუება და ინტრიგები. პოტენციალი მიმართეთ ისეთი საქმეების მოგვარებისკენ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს ელოდეთ. ტყუპები იყავით…

იხილე

ალექსანდრეს კუნთები პარალიზებული იყო, რის გამოც ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ  ჯერ კიდევ სუნთქავდა და გარდაცვლილად ჩათვალეს

არსებობს ასეთი ფენომენი ფსევდოთანატოსი-რაც სიკვდილის ცრუ დიაგნოზს ნიშნავს. ეს რეალურად ხდება და ისტორიკოსთა დიდი ნაწილის აზრით ეს ალექსანდრე მაკედონელს შეემთხვა. მისი გარდაცვალების მისეზი მასავით იშვიათი და უნიკალური იყო. ისტორიკოსთა აზრით ის ცოცხლად დამარხეს. ალექსანდრე მაკედონელმა ისტორიული სახელი 25 წლის ასაკში ანტიკური სამყაროს უდიდესი იმპერიის შექმნით მოიხვეჭა. მხედართმთავარი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერაც ისტორიკოსების დავის საგანია. იგი დაავადებისგან 12 დღის განმავლობაში იტანჯებოდა, 6 დღის განმავლობაში კი პარალიზებული იყო. ბევრი ისტორიკოსის აზრით, ეს შეიძლება ყოფილიყო მალარია, პნევმონია, მუცლის ტიფი, ასევე ზოგიერთი ვერსიით მას შესაძლოა განუვითარდა ინფექცია…

იხილე

პირს, რომელიც მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა და აწამებდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის, წამების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს, მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მის მიმართ განახორციელა წამება. ბრალდებული ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით, მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა მას და…

იხილე

პარლამენტმა „ტყის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, 8 თანმდევ საკითხთან ერთად განიხილეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება, დაცვითი კატეგორიის ტყესთან, ტყის სტატუსის შეწყვეტასა და ტყის სტატუსის დაბრუნებასთან, მოვლით, სანიტარიულ და სარეკონსტრუქციო ჭრასთან დაკავშირებული საკითხები. „IX მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა „ტყის კოდექსი“, რომელიც აგებულია ტყის მდგრადი მართვის ისეთ პრინციპებზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი მრავალმხრივი ხელშეკრულებებითა და ასოცირების ხელშეკრულებით თუმცა, კანონის მიღების შემდგომ გამოვლინდა გარკვეული საკითხები, რომლებიც საჭიროებენ დახვეწას რადგან IX მოწვევის პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ტყის მდგრადი მართვის ახლებურ მეთოდებს გვთავაზობენ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ,…

იხილე

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე 23 წლის ბიჭი დააკავეს – შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-მ ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა, უწყება განცხადებას ავრცელებს. სამინისტროდ ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც.-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ…

იხილე

ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის”აღმასრულებელი დირექტორის განცხადება

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” აღმასრულებელი დირექტორის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადება. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ დავინიშნე ტელეკომპანია “თრიალეთის” აღმასრულებელ დირექტორად, რის შემდეგაც დავაანონსე ტელევიზიის სრული განახლება, ახალი პროექტების განხორციელება და ა.შ..განახლების პარალალურად, ჩემივე ინიციატივით მოეწყო ინტერნეტ გამოკითხვა (და არა კვლევა) გორის სკოლების შესახებ. თავიდანვე აღინიშნა, რომ ეს არ იყო კვლევა, არ ასახავდა ამა თუ იმ სკოლის სწავლის და შესაძლებლობების ხარისხს. გამოკითხვას ჰქონდა სახალისო ხასიათი, რაშიც უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.ასეთივე სახის გამოკითხვა მრავალი გვხვდება სოციალურ ქსელში. არის სხვადასვა შეკითხვა, თუ ვის რომელი პოლიტიკოსი მოსწონს, ვინ რომელ სასწავლებელს ანიჭებს უპირატესობას, ვის რომელი არასამთავრობოს მუშაობა…

იხილე

გადაამოწმეთ თქვენი თავი, ხართ თუ არა გამარჯვებულთა სიაში

კორონავირუსის ვაქცინით აცრილთა გათამაშებაში 2-მა რუსთაველმა 100-100 ლარი მოიგო. Stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ერთი გამარჯვებული “სინოვაკის” ვაქცინით, ხოლო მეორე “ფაიზერითაა” აცრილი. გათამაშების წესები ასეთია: ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული – ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე. StopCovid ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. ლატარიაში ,,აიცერი და მოიგე’’ მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული…

იხილე

რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება – ვის შეეხება ტარიფის ცვლილება

რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება. ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს კომპანიებმა. „2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით – აღნიშნულია „ინტერ გაზის“ განცხადებაში. 1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და “თელავი გაზი”. აქაც ტარიფის ცვლილება საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით. „ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის…

იხილე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 901 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 271 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა…

იხილე