პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, -ნათქვამია განცხადებაში.

იხილე

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი – ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად ვართ

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად კლინიკა მზად არის. როგორც ურთქმელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა მაღალპროფილურია და ნებისმიერი პაციენტის მიღება შეუძლია. „მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ აქ გადმოჰყავთ. შესაძლებლობა ყველაფრის არის, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე, მათ შორის, სააკაშვილის, თუ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გახლავართ ჰიბრიდული კლინიკა. ყველანაირი პროფილია კლინიკაში, შესაბამისად, შეგვიძლია ნებისმიერი სახის პაციენტის მიღება. ტექნიკურადაც აღჭურვილი ვართ“, – განაცხადა ურთქმელიძემ.

იხილე

“სინოფარმით” და “სინოვაკით” აცრილ მგზავრებს ნოემბრიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ

8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) 33 ქვეყნიდან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს გახსნის. აშშ მიიღებს ნებისმიერ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია რეგულარული ან გადაუდებელი გამოყენებისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ესენია: Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca და ასევე ჩინური Sinopharm და Sinovac ვაქცინები. თუმცა, ვაქცინაციის მიუხედავად, მგზავრებს მაინც მოუწევთ PCR ტესტის წარდგენა. ქვეყანაში შესასვლელად მგზავრებს მოეთხოვებათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის და PCR ტესტის წარდგენა. ასევე საჭირო იქნება რეგულაციების დაცვა და, შესაბამისად, ნიღბის ტარება, მაგრამ კარანტინი სავალდებულო არ იქნება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეებისა და უცხო…

იხილე

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღევანდელი დღე თავისუფლებას მოგანიჭებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბება. გინდათ დედოფალი შეიყვაროთ ან მილიონი გამოიმუშაოთ? – მაშინ ეს თქვენი დღეა! თამამად დანიშნეთ პაემანი. კურო ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად კარგი დღეა. შესაძლოა უფროსისგან შექებაც დაიმსახუროთ. აკონტროლეთ ხარჯები. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო და სერიოზულ საუბარს. კარგად წავა საქმე ბირჟაზე. ტყუპები როგორც საქმიან ასევე პირად -სასიყვარულო სფეროში დღეს გიმართლებთ. ყურადღების ცენტრში ხართ, დაგეგმეთ დღე ისე, რომ სამსახურში თუ თქვენს საყვარელ ადამიანთან თქვენი ღირსება წარმოაჩინოთ.შეეცადეთ სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ, გამოიჩინეთ ტაქტი და გულკეთილობა. შესაძლოა სარფიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარის თქმა არ…

იხილე

2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, მომავალ წელს საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით გაზრდა არის დაგეგმილი. “ბიუჯეტის წარდგენილ ვარიანტში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებლია ყველა მიმართულებით, 10%-ის ოდენობით. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება: ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და პრინციპში, საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის ზოგადად გათვალისწინებული არის დაახლოებით 10%-ის ოდენობით ხელფასების გაზრდა”, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში საჯარო სამსახურში…

იხილე

ამირან გამყრელიძემ განმარტა, სად და როგორ შეძლებენ მოქალაქეები „მწვანე პასპორტის“ აღებას

ამირან გამყრელიძემ განმარტა, სად და როგორ შეძლებენ მოქალაქეები მწვანე პასპორტებს აღებას. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „არის სპეციალური აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვასაც სმარტფონებზეც შეძლებთ. ეს აპლიკაცია დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ ბაზასთან – ესენია იმუნიზაციის ბაზა და „კოვიდლაბ ბაზა“, სადაც ყველა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აპლიკაცია იქიდან ამოიღებს (ინფორმაციას) თუ დადებითი ხართ, თუ PCR-ი ბოლო 72 საათში ან ანტიგენი ბოლო 24 საათში გაქვთ გაკეთებული და, შესაბამისად, აცრის სტატუსსაც ამოიღებს. ვისაც არ აქვს სმარტფონები ან უნარ-ჩვევები იმუშაოს აპლიკაციასთან, მათ იუსტიციის სახლში შეუძლიათ ქაღალდზე…

იხილე

გორის ცენტში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

გორში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მისი გადარჩენა გამლელებმა გადაარჩინეს შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

იხილე

საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს. „პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვისა და ტურისტებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის…

იხილე

200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ  ვაქცინაციის წახალისების  გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის. „დღეიდან 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბოლო დღეებში საქართველოში კოვიდის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვაქცინაციის დონე კი იკლებს. იზრდება კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობაც – დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

იხილე