თბილისს შესაძლოა, საზღვარი შეეცვალოს

თბილისს შესაძლოა, საზღვარი შეეცვალოს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი წინადადებთ პარლამენტს უკვე მიმართა მთავრობამ. დაახლოებით, 2 700 000 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის თბილისის საზღვრებიდან გავა და გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს კრწანისში და მას თელეთის საკრებულო ესაზღვრება.ფართის გაცემის მიზეზი კი კონკრეტული საინვესტიციო პროექტია, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ თელეთში ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსი“ საცხოვრებელ კომპლექსს და სარეკრეაციო ტერიტორიას აშენებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თელეთში უკვე ფუნქციონირებს 18 ფოსოიანი გოლფის მოედანი.კომპანიამ თელეთში მდებარე ტერიტორია აღნიშნული პროექტისთვის 2013 წელს შეიძინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში…

იხილე

ამ წუთებში ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი თბილისში გადმოჰყავთ

ამ წუთებში, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის…

იხილე

2022 წლის აპრილიდან მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება სავალდებულო ხდება

2022 წლის აპრილიდან მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ პარლამენტმა “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებები ცოტა ხნის დაამტკიცა. კერძოდ, ცვლილებით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. საუბარია, მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება. ცვლილებები ითვალისწინებს ასევე მოპედების რეგისტაციასაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.

იხილე

როგორ მივიღოთ მთავრობის მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარება?!

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მისანიც შობადობის მატერიალური წახალისებაა. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1-ლი ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.…

იხილე

როგორ მივიღოთ მთავრობის მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარება?!

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მისანიც შობადობის მატერიალური წახალისებაა. ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1-ლი ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში – ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.…

იხილე

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში”, კორონავირუსით ინფიცირებული 43 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანის მომენტში საკეისრო კვეთა ჰქონდა ჩატარებული. კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ,,პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა” , – ამბობენ “ბომონდში”. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდაცვლილი ქალი კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.  ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით  83 პაციენტი გარდაიცვალა.

იხილე

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს შესაძლოა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგეუფლოთ, შეეცადეთ სამსახურში მიაგნოთ წარუმატებლობის მიზეზს და გააკეთოთ სათანადო დასკვნები, რათა თქვენი პოტენციალით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. კურო მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც ძალებს შეგმატებთ და სტიმულს მოგცემთ საქმიანობაში. იზრდება თქვენი გავლენა და ავტორიტეტი, მოიპოვებთ კომპეტენტური ადამიანების მხარდაჭერას. ტყუპები პროფესიულ სფეროში ახალი საინტერესო გადაწყვეტილებების მიღება და ახალი ცოდნის ათვისებაა მოსალოდნელი. დიდ დროს წაგართმევთ აგრეთვე ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. კირჩხიბი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, საჭესთან. მოსალოდნელია უსიამოვნებები და ნეგატიური სიტუაციები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ოჯახური გარემო და საოჯახო საქმიანობა დიდ კმაყოფილებას მოგგვრით. ლომი ჩვევად აქციეთ სეირნობა სუფთა ჰაერზე, ეს აუცილებელია…

იხილე