გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისონი პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაკა ბოჭორიშვილსა და ვან ის შორის გამართულ შეხვედრას.
„ქართული ოცნების“ რეჟიმი ამყარებს ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობას, რომელსაც „მისაბაძ ზესახელმწიფოს“ უწოდებს. „ქართული ოცნება“ იტყუება, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს“, - წერს უილსონი.