პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი - დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის
16 წუთის წინ

ნიკოლ ფაშინიანი - დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ეს ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოდანაც იზრდება ტურისტების ვიზიტი სომხეთში.

„მაქვს პატივი ვიყო კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამ ფორმატს ჰქვია სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა. რადგან მე -15 არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აღქმით, ეს ურთიერთობა ვითარდება. ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგი გვქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გვქონდა ეკონომიკურ, ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. სხვადასხვა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ასევე, ვნახეთ სად გვაქვს თანამშრომლობის განვითარებისთვის ყველზე დიდი პოტენციალი.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველ ერს მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით, ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის.

საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ეს ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სანუკვარი ადგილი დასვენებისა და ვიზიტისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების ვიზიტი სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა კულტურის, სპორტის, ეკონომიკის სფეროებში აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე“,-განაცხადა ფაშინიანმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები