პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან.  ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეს „სრულ ბოდვას“ უწოდებს.
12 წუთის წინ

ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან. ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეს „სრულ ბოდვას“ უწოდებს.

ე.წ. საბოტაჟის საქმე „ქართულ ოცნებას“ სჭირდება იმისათვის, რომ უნდათ სურათი დახატონ, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთად არის, თავის მიშას ჩათვლით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რაღაც, ერთად დასვას განსასჯელის სკამზე - სანამ პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეს „სრულ ბოდვას“ უწოდებს.

„არანაირი მტკიცებულებები, ცხადია, ამ 45 ტომში არ არის. მეტიც, უამრავი რაღაც არის ჩაყრილი, რომელიც საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, სრულიად გაუგებარია. არის ჩაყრილი კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემებიც - საბანკო ამონაწერები, ვიღაცების ოფისის ჩხრეკის რაღაც ოქმი. ეს ყველაფერი, რა კავშირშია მარტო ჩემთან კი არა, არამედ ვინმესთან, საერთოდ გაუგებარია. ჩემი სახელი ნახსენები არის 12-ჯერ, დათვლილი მაქვს და თორმეტივე არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რუსთაველზე ხედავდნენ, რომ იქ ვიყავი. ვიღაცები ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, როგორიც არის მაგალითად: ხედავდნენ, რომ ნიღბიანი ახალგაზრდები, როდესაც მიახლოვდებოდნენ მე და მერე რომ დამშორდებოდნენ ხდებოდნენ უფრო აგრესიულები - ბოდვა, სრული ბოდვა, ოღონდ ამის არანაირი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს, მართლა ასე ხდებოდა, არაფერი არ არსებობს საერთოდ. პლიუს, სადაც ჩემი და სხვების სახელი არის ნახსენები, არის კომენტარები, თქვენ [ჟურნალისტებს] რომ გაძლევთ კომენტარს იმაზე, რომ ივანიშვილი და მისი საყრდენები არიან დასასანქცირებელი.

[ეს საქმე „ქართულ ოცნებას"] სჭირდება, ერთი, იმისათვის, რომ უნდათ სურათი დახატონ, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთად არის, თავის მიშას ჩათვლით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რაღაც ერთად დასვას განსასჯელის სკამზე. მეორე - დრო მაკარგვინონ, დროს ვკარგავ, რატომ უნდა მოვიდე აქ. ისედაც რამდენი სასამართლოს პროცესია, რომელზეც დავდივარ ხოლმე და ახლა, საკუთარ სასამართლოზე უნდა ვიარო და კიდევ, ამ რაღაც ბოდვაში, 45 ტომში ხომ უნდა გაერკვე და რაღაცაზე რომ იქნება ლაპარაკი, პასუხი ხომ უნდა გასცე. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზანი არის ის, რომ ბოლომდე ჩაჭრან ის ძაფები, თუ რამე დარჩა დამაკავშირებელი ამ ქვეყანას დასავლეთთან და ცივილიზებულ სამყაროსთან.

გავიმეორებ, ყველასთვის გასაგებია, რომ სანამ ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და ა.შ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესკი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები