პოლიტიკა

ბატონო შალვა! დიდი იმედი მქონდა, რომ დღევანდელ დღეს გუშინ, გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდით, როდესაც სისტემა გახდა ანგარიშსწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული, კანონმორჩილი ადამიანის დასასჯელად! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა.  ხორგუანის განცხადებით, პაპუაშვილი თავად უნდა ყოფილიყო პოლიციელთა ძალადობის თემის განხილვის ინიციატორი.
3 წუთის წინ

ბატონო შალვა! დიდი იმედი მქონდა, რომ დღევანდელ დღეს გუშინ, გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდით, როდესაც სისტემა გახდა ანგარიშსწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული, კანონმორჩილი ადამიანის დასასჯელად! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა.

ხორგუანის განცხადებით, პაპუაშვილი თავად უნდა ყოფილიყო პოლიციელთა ძალადობის თემის განხილვის ინიციატორი.

„მთელი სისტემა ერთი უბრალო კანონმორჩილი მოქალაქის დასასჯელად დაირაზმა. ის დაზარალებული ნებისმიერი თქვენგანის ახლობელი, მეგობარი, ნათესავი და კლასელი შეიძლება ყოფილიყო.

დიდი იმედი მქონდა, რომ დღევანდელ გამოსვლას ამით დაიწყებდით და ამ თემის განხილვას თქვენ შემოგვთავაზებდით, რომელიც თქვენ ჩემზე მეტად უნდა გაწუხებდეთ როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. რა შეიძლება დღეს იმაზე მნიშვნელოვანი იყოს, რომ ისეთი სისტემა გვქონდეს, რომ მოქალაქეების სისტემისგან დასაცავი კი არ გვყავდეს, არამედ სისტემა იცავდეს მოქალაქეებს“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა პლენარული სხდომის გახსნისას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაცია მიმდინარეობს. სესიაზე დეპუტატთა კითხვებს პასუხს განათლების და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე პასუხობს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები