პოლიტიკა

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება.   მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” - სკანდირებენ მოქალაქეები.  აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც უკვე ერთ წელზე მეტია, საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში იმართება.
23 წუთის წინ

„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა. „თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” - სკანდირებენ მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც უკვე ერთ წელზე მეტია, საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში იმართება.

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები