პოლიტიკა

გია ვოლსკი - თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს არის ევროკავშირის საელჩო, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ მოლაპარაკებების პროცესი
1 წუთის წინ

გია ვოლსკი - თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს არის ევროკავშირის საელჩო, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ მოლაპარაკებების პროცესი

კობახიძეს ბრიფინგზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ ჩვენ რაიმე შევაჩერეთ - თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს არის ევროკავშირის საელჩო, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ [მოლაპარაკების პროცესი] - ჩვენ სხვა თემებზე ვიდავოთ, მაგრამ ნუ დავხოცავთ ერთმანეთს იმისთვის, რომ მთავრობა არ შედის ომში, ეკონომიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებაში , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს "არც ერთი სიტყვა უთქვამს იმაზე, რომ ჩვენ რამე შევაჩერეთ" და განცხადება ბევრად ადრე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხალხის პროტესტი, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული პროტესტი და არა "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული პროტესტი.

" ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც კობახიძემ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე“, რაც სრული აბსურდია. ფაქტია, მას შემდეგ სრულწლოვანებაში შევიდა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ძალიან ადვილად მოატყუეს. მათ აჩვენეს კობახიძის განცხადება. იდეაში, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ აღარ მოგმართავთ მოლაპარაკების პროცესის დაწყებაზე, ვინაიდან თქვენგან ველით იგივე შანტაჟს, რაც მოხდა კანდიდატი სტატუსის მიღების დროს. მცდელობა რეალური იყო. არ გაძლევთ კანდიდატის სტატუსსო, ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ხალხს მოუწოდეს აჯანყებისკენ. აქედან გამომდინარე, თუ კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ არ მოგმართავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. პირიქით, თქვა, რომ 2028 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით, თუმცა ხვალვე შეგვიძლია რამდენიმე თემაზე მოლაპარაკების პროცესი გავხსნათ. ეს არის რეალობა. მეორე მწარე რეალობაა, რომ იქამდე, სწორედ იმიტომ რომ ომში არ ჩავერთეთ, ეკონომიკური სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს, ჩვენი ეკონომიკა არ დავანგრიეთ, გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ლგბტ პროპაგანდა ავკრძალეთ, გაცილებით უფრო ადრე ვიდრე კობახიძე გააკეთებდა განცხადებას, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ასე რომ, ერთი წელი გავიდა ივნისში უკვე ამ პროცესის ასე დაზიანებიდან. თუკი ვინმე მიტინგს უნდა აწყობდეს, თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს უნდა ეწყობოდეს ევროკავშირის საელჩოსთან, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ. ჩვენ სხვა თემებზე ვიდავოთ, სხვა თემებზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ დავხოცავთ ერთმანეთს იმისთვის, რომ მთავრობა არ შედის ომში, ეკონომიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებაში. ამის გულისთვის ჩვენ ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. საზოგადოება გახლიჩეს. ეს არის საშინელება. ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ახალგაზრდები ახალგაზრდებს დააპირისპირეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები