„დღეს მოწმედ წარმოდგენილი იყო დაზარალებული, რომელსაც უშუალოდ რეზინის ტყვიის გამოყენების შედეგად აქვს დაზიანება მიღებული, შესაბამისად, მოწმის ამ ჩვენებას ფიზიკურად ვერ ექნება რაიმე კავშირი გიორგი გახარიას ბრალეულობასთან მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დასტურდება, თითქოს გიორგი გახარიამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, ამ ბატონს რა ზიანიც მიადგა, კავშირში ვერ ექნება ბრალთან, რომელიც პროკურატურას აქვს შეთითხნილი.
1060 მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს გამოსაკითხთა სიაში. დაასახელონ ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას ამხელს, რომ მან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დააორგანიზა. ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.
1060 მოწმეა და თვეში ერთხელ ინიშნება სასამართლო სხდომები. რამდენი ათეული წელი დასჭირდება ამ სისხლის სამართლის საქმის დასრულებას?“ - „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ