რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარალელურად პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს აჩერებს იდენტიფიცირებისთვის.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საღამოს რვა საათის შედეგ სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები მოთხოვნა არ შეასრულეს.