ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო.
პაპუაშვილის თქმით, ხოშტარიას 5000 ლარი რომ გაემეტებინა, ის მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს.
„მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.