პოლიტიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ასევე ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
20 წუთის წინ

მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით- „რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას”.

აქციის მონაწილეთა ნაწილი თსუ-ის კორპუსთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით შეუერთდა ფილარმონიასთან შეკრებილებს. ამ წუთებში პროტესტის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის გავლით რუსთაველზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით მიდიან.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ აქციის გამართვის საშუალება მიეცეთ. ისინი ავტობუსის ზოლსა და ტროტუარზე გადაადგილდებიან.

„მივმართავთ პოლიციას, ვინაიდან ხალხის რაოდენობა ბევრია, მოგვეცეს საშუალება, რომ აქცია ტრადიციულად გავმართო ისე, როგორც ვმართავთ. აქვე ვიტყვით, რომ ახალ წელს ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე.

ეს იქნება საპროტესტო-საზეიმო შეკრება. პირველი გიმნაზიის წინ დამონტაჟდება სცენა და შესრულდება მუსიკალური ნომრები. თხოვნა გვექნება, ყველა მოვიდეთ ნობათით და ვისურვოთ ქოციანობის დამთავრება, „ცეცხლი ოლიგარქიას“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები