პოლიტიკა

შსს - პარლამენტის წინ, კარავში ხანძარი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ადგილზე მყოფი გოჩა ბაშელიშვილი, რომან იაცენკო და დარეჯან ცხვიტარია - ამოღებულია დაზიანებული კარავი და გათავისუფლდა პერიმეტრი

შსს - პარლამენტის წინ, კარავში ხანძარი გაჩნდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ადგილზე მყოფი გოჩა ბაშელიშვილი, რომან იაცენკო და დარეჯან ცხვიტარია - ამოღებულია დაზიანებული კარავი და გათავისუფლდა პერიმეტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, ფაქტის შემსწრე აქტივისტების გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი.

„მიმდინარე წლის 12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ფაქტის შემსწრე აქტივისტების – 1996 წელს დაბადებული გოჩა ბაშელიშვილისა და 1975 წელს დაბადებული რომან იაცენკოს გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი.

ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შესაბამისად, გამოკითხვის მიზნით, გოჩა ბაშელიშვილი და რომან იაცენკო, გადაყვანილ იქნენ პოლიციაში. ალკოტესტით გადამოწმების შედეგად, მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში, ასევე გადაყვანილ იქნა ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი - დარეჯან ცხვიტარია.

მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ადგილის დათვალიერების პროცესში, განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება. ასევე, დამატებით უსაფრთხოების მიზნით, მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები