ბრიტანეთის ელჩის დევიდ მორანის ვიზიტი გორში

ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დევიდ მორანი დღეს გორს სტუმრობდა. მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა დემოკერატიული ჩართულობის ცენტრში 1 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. დევიდ მორანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების სწარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა რომ ელჩი დაინტერესებულია ე.წ  საზღვრისპირა სოფლებში და რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით.  მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ დევიდ მორანი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

 

Related posts