აქცია სოფელ მეღვრეკისში

 

გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობამ სოფლის ცენტრში ინდივიდუალური გამრიცხველიანების და მოძველებული ელექტრო სისტემის გამოცვლის მოთხოვნით ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ აქცია გამართა. მოსახლეობის თქმით მწყობრიდან გამოსული ელექტრო მრიცხველების გამო ადგილობრივებს მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურზე მეტის გადახდა უწევთ  და არსებობს რეალური საფრთხე იმისა რომ ამორტიზირებული ელექტრო ბოძების წაქიქცეს. ენერგო-პრო ჯორჯიას შიდა ქართლის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გია ბალახაშვილი მოსახლეობის ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით ელექტრო სისტემა მოწესრიგებულია, სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება კი 2014 წლიდან დაიწყება.

 

Related posts