პოლიტიკა

ბაჩო ახალია დაკავებამდე - არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ ივანიშვილი ეუბნება მომხრეებს, გადატრიალებას გვიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი ციხეში მეჯდაო  - ხელისუფლება ამბობს, კონსპირაციული შეხვედრები იყოო, ასე არაა, ამ საქმეში არ ვმონაწილეობ
41 წუთის წინ

ბაჩო ახალია დაკავებამდე - არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ ივანიშვილი ეუბნება მომხრეებს, გადატრიალებას გვიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი ციხეში მეჯდაო - ხელისუფლება ამბობს, კონსპირაციული შეხვედრები იყოო, ასე არაა, ამ საქმეში არ ვმონაწილეობ

არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ ივანიშვილი ეუბნება თავის მომხრეებს, რაღაც გადატრიალებას გვიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი ციხეში მეჯდა - ივანიშვილი კი, უზურპატორია, მაგრამ ძალიან სუსტი, რომელიც სინამდვილეში არაფერზე დგას...არავინ არ არის ეს კაცი,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა, ჩაწერილია ახალაიას დაკავებამდე და თარიღდება 2025 წლის 9 ოქტომბრით. ახალაია ინტერვიუში ამბობს, რომ სამი წელი ქვეყნიდან იყო გასული, „კაპიკი არ გააჩნდა“ და არ ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მხარდამჭერებში იტყოდა იმას, რომ „ასეთი ტიპი უპირებს გადატრიალებას“.

„არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ ივანიშვილი ეუბნება თავის მომხრეებს - რაღაც გადატრიალებას გვიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი მეჯდა ციხეში. 3 წელი ქვეყნიდან იყო წასული, კაპიკი არ გააჩნია, არც პარტია აქვს, არც ტელევიზია. ჩემს თავზე ვლაპარაკობ. არ მეგონა, ივანიშვილი იტყოდა თავის მომხრეებში, რომ ასეთი ტიპი უპირებს გადატრიალებას, ამიტომ, არასერიოზულად ვუყურებდი, თუმცა რას გაიგებთ...მათ ისე აქვთ დაჯერებული, რომ თუ ახალიას გარევენ, თუ ყოფილი ხელისუფლების სახელსა და გვარს გარევენ, თითქოს, თავიანთ მომხრეებში კონსოლიდირებას აკეთებენ. მე მგონი, სულ ეს არის და ამასთან გვაქვს საქმე“, -განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ბაჩო ახალაიამ ასევე ისაუბრა ოპოზიციონერ პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავასთან ნაცნობობაზე. მისი თქმით, ერთ კორპუსში ცხოვრობენ, არიან კარგი მეზობლები და მეგობრები. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ახალაიას თქმით, პაატა ბურჭულაძე მისი „უფროსი მეგობარია“. კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ამ ადამიანებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, ახალაია ასე პასუხობს:

„ჩვენ შორის ასეთი შეხვედრები არა [...]იმიტომ, რომ ეს ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ სხვადასხვა მიზეზების გამო. არ ვარ ჩართული ასეთ პროცესებში. ამიტომ, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ კონსპირაციული შეხვედრები იყო, ბუნებრივია, არა. მე ამ ადამიანებთან მეგობრული და სანაცნობო ურთიერთობა რომ მაქვს, დასამალი არაფერია და ეს არც არავის დაუმალავს. ერთ დღეს მურთაზთან იყო სტუმრად ბატონი პაატა და გამოაქვეყნეს, რატომღაც უნდოდათ ეთქვათ, რომ ჩემთან იყო. თუ ჩვენთან იქნებოდა, არც ჩვენ დავმალავდით და არც ბატონი პაატა. ამაზე თქვეს, რომ კონსულტაციებს იღებდა ახალაიასგანო, თუ რაღაც. ამ თვალსაზრისით ეს პროპაგანდის აბსოლუტური ნაბოდვარია“, - განაცხადა ახალაიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვით, ბურჭულაძე და ახალაია განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის სცენარს, ახალაია ამ ჩანაწერს გენერირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ხმა მისი არ არის. ამასთან, ახალაიას თქმით, მის სახლთან კამერები დააყენეს.

„ღიად, ხელის გულზე ვცხოვრობ. ჩემთან ვერ მოვა ვერავინ, მე ვერ მივალ ვერავისთან ისე, რომ ეს არ იცოდეს ხელისუფლებამ ხუთ წუთში. დიდი სურვილიც რომ გქონდეს კონსპირაციული ქცევის, ეს სრულიად გამორიცხულია. ჩვენთან ე.წ. ჭკვიანი კამერები ხომ დააყენეს, დიდი კამერები დაამატეს, თორემ პატარა კამერებით გაჭედილი იყო. ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ვინ გამატარებდა სადმე ისე, კონტროლის ქვეშ [ვიყავი]. დრონები დაფრინავდნენ ამიტომ, არაფერი არასდროს არ მქონია დასამალი. ეს დისკომფორტს კი ქმნის, ბავშვები, ოჯახი, მაგრამ ასე ვცხოვრობდით მთელი ამ თვეების განმავლობაში“-განაცხადა ახალაიამ.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში გამოსავალი მარტივია.

„ძალიან მიდრეკილი ვართ ილუზორული რაღაცისკენ, გვგონია, რომ სამყაროს ჭიპი ვართ საქართველო და ნიუ-იორკიდან დაწყებული, ლონდონით დამთავრებული ყველა ჩვენზე უნდა ზრუნავდეს, დაახლოებით ასეთი მდგომისაა, როდესაც პატრიოტულ საქართველოს სჯერა, რომ ივანიშვილი არის დაუმარცხებელი, ძლიერი ტირანი. კი, უზურპატორია, მაგრამ ძალიან სუსტი, რომელიც სინამდვილეში არაფერზე დგას. რაზეც ვარ დაბარებული იმ დღეების მოვლენებმაც აჩვენა,რომ უპირველეს ყოვლისა, ეს კაცი დგას პატრიოტული საქართველოს შიშზე, პატრიოტული საქართველოს გაუბედაობაზე და იმ რწმენაზე, რომელიც მოახერხა ამ წლების განმავლობაში შეექმნა, რომ თითქოს რაღაცას წარმოადგენს - არავინ არ არის ეს კაცი“, - განაცხადა ახალაიამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები