შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბრეთის გზის ასფალტირებისთვის 280 906 ლარი დაიხარჯება

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბრეთის გზის მოასფალტებისთვის 280 906 ლარს დახარჯავს.როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა აღნიშნული პროექტისთვის თანხა უნდა დაიხარჯოს წინა  მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო NAT220015559-ზე გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოთავისუფლებული თანხიდან.

შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT)

განცხადების ნომერი  NAT230008043

წინადადებების მიღების ბოლო ვადა 05.05.2023 12:00

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 906 ლარი

სამუშაოების შესრულების ვადა  ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 კალენდარული დღე