პოლიტიკა

შალვა კერესელიძე - ეს ყველაფერი კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კლანებს შორის გავლენების გადანაწილებაზე ბრძოლაა - ასე რომ, კალაძე-კობახიძის დაჯგუფებამ რაც არ უნდა იმართლოს თავი, არაფერი გამოუვათ, სანამ საქმით არ დაამტკიცებენ
43 წუთის წინ

შალვა კერესელიძე - ეს ყველაფერი კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კლანებს შორის გავლენების გადანაწილებაზე ბრძოლაა - ასე რომ, კალაძე-კობახიძის დაჯგუფებამ რაც არ უნდა იმართლოს თავი, არაფერი გამოუვათ, სანამ საქმით არ დაამტკიცებენ

არ მჯერა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლაზე ყველაზე კორუმპირებულ კახი კალაძესთან ერთად საუბრობს,- ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ მაღალი თანამდებების პირებზე საუბრობს.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები არა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კლანებს შორის ძალაუფლების და გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლაა.

„ხელისუფალი რომ ვიყო, ჩინოვნიკებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც ხალხის ფულს იპარავს და სახელმწიფოს ძარცვავს ყველას პოლიტიკურად დავადუღებდი.

მექრთამეობის და სახელმწიფო ფულის მოპარვის გამო, დასჯილი, თანამდებობიდან გაგდებული, თუ დაჭერილი ჩინოვნიკები არ მეცოდება. პირიქით ახია მათზე და კიდევ უფრო მეტ სასჯელს იმსახურებენ. იმსახურებენ იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის და საკუთარი ხალხისთვის მოპარულმა ბიუჯეტის ფულმა, უზომო ძღომამ, ზედმეტმა ფუფუნებამ და ზღვარგადასულმა სიხარბემ თითოეულ მათგანს, კიდევ უფრო მეტი ფულის მოპარვის ჟინი გაუჩინა და ბოლომდე დააკარგვინა კანონის და საკუთარი ხალხის წინაშე ყოველგვარი შიში და მოკრძალება.

ერთხელ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „გახარია და კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებიაო" და ამ დროს კორუფციის გამო საკუთარი გუნდის ბობოლა „ბოსები“ გაუხდათ დასაჭერი. ზუსტად ასე ხმამაღლა გაჰკიოდა ორჯერ ნაპრემიერალი „ოცნების“ სანაქებო ღარიბაშვილი - გიორგი გახარია „მაზაკვალი" კორუმპირებულიაო, სამეგრელოში ჩასული სოფელ-სოფელ, რომ დადიოდა და ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ მეგრელ კაცებს მტკიცებით ფორმაში, რომ უმტკიცებდა დედა დედააო და მამა კიდევ მამაო. თუმცა, ბოლოს საქმე ისე გაიხადა, რომ მისმა პატრონმა მექრთამეობის და ფულის ქურდობის გამო ისე გაშოლტა და გაროზგა, როგორც მართლა იშვიათი „მაზაკვალი" ბავშვი.

ისევე, როგორც თითქოს და ლილუაშვილის მხრებზე იდგა მთელი სახელმწიფო სისტემა და გრიგოლის გარეშე ვერც ერთ ინსტიტუციაში კაცი ვერ გატოკდებოდა, მაგრამ ერთ დღეში დაიმსხვრა უძლეველობის მითები და ერთ დროს სისტემის მთავარ საყრდენად წოდებული უძლეველი ლილუაშვილი, ღარიბაშვილივით პოლიტიკურად ურესურსო და ცარიელა ფუტლიარი აღმოჩნდა.

სხვა რა შეიძლება უწოდო იმას, როდესაც რვა წელი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყავი და შენი ხელით აწყობილ სისტემას ერთ დღეში თავს, რომ დააჭერინებ თანაც მექრთამეობის, ფულის გამოძალვის, ქოლცენტრების და საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის განკუთვნილი საჭმლის ქურდობის ბრალდებით.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გიორგი ბაჩიაშვილმა „ათოხლა გახვრეთილ სისტემას" როგორც თვითონ თქვა და საზღვრიდან გაიპარა და ნუთუ უძლეველმა „სპაიდერმენმა" ლილუაშვილმა ვერ მოახერხა ქვეყნიდან გასულიყო ისე, რომ თავი არ დაეჭერინებინა? რეალურად კიდევ სიმართლე გახლავთ ის, რომ მითების დონეზე შექმნილი ურესურსო პოლიტიკური გმირები ღარიბაშვილიც, ლილუაშვილიც, რიჟვაძეც, ქარსელაძეც, ბურჭულაძეც, გომელაურიც და სხვებიც, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ყველა პოლიტიკურად ურესურსო, უძალო და ცარიელა ფუტლიარი სათამაშო მატრიოშკები აღმოჩნდნენ რომლებსაც ცხოვრებაში დამოუკიდებლად არაფრის კეთების თავი არ აღმოაჩნდათ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებით ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვის ნაცვლად მექრთამეობით, ბიუჯეტის ძარცვით და სახელმწიფო ქონების დატაცებით იყვნენ დაკავებულები.

რა თქმა უნდა, ისმის ლოგიკური კითხვა: ნეტა სად მიჰქონდა ამ ხალხს ამდენი მოპარული ფული? დავიჯეროთ, რომ სულ სახლში მიჰქონდათ და ევროპაში ყიდულობდნენ ქონებებს? ან და ოფშორებში ათეთრებდნენ და შემდეგ ბანკებში მშვიდად აპარკინგებდნენ მოპარულ შავ ფულს? თუ „ქართული ოცნების“ პარტიაშიც მიჰქონდათ ნაძარცვი ფულის ნაწილი? ან კიდევ უფრო ზევით ვინმეს ხომ არ უყოფდნენ?

რა ვქნა, არ მჯერა თქვენი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის. არ მჯერა იმიტომ, რომ ყველაზე კორუმპირებული კახი კალაძე მესამე ვადით დედაქალაქის მერად იძულებით აარჩევინეთ თბილისელებს. არ მჯერა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლაზე ყველაზე კორუმპირებულ კახი კალაძესთან ერთად საუბრობს. ისევე როგორც არ მჯერა ის, რომ კახი კალაძემ თურმე არ იცოდა თბილისის ბაღების გაერთიანებაში ბავშვების გამოსაკვებად განკუთვნილ ფულს, რომ წლების განმავლობაში იპარავდნენ. მე რა შუაში ვარო, რომ იტყვის და ამ ყველაფერზე პრემიერი დასტურს, რომ მისცემს და იტყვის მას სჯერა კალაძემ ეს, რომ არ იცოდა, სწორედ ამიტომ არ მწამს თქვენი დამყარებული სამართლიანი წესრიგის.

ეს ყველაფერი კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, არამედ ეს არის კლანებს შორის ძალაუფლების და გავლენების გადანაწილებაზე ბრძოლა. ეს არის ბიზნეს გავლენების გადალაგება პირადი შურისძიების და საქმის გარჩევის მიდგომებით. ასე, რომ დღევანდელმა კალაძე-კობახიძის დაჯგუფებამ, პროპაგანდისტული მედიის გამოყენებით, რაც არ უნდა იმართლოს თავი, და შეეცადონ საკუთარი გუნდის კორუფციული ცოდვებისგან განწმენდას არაფერი არ გამოუვათ სანამ კონკრეტული რეალური ქმედებით და საქმით არ დაამტკიცებენ”,- წერს შალვა კერესელიძე.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები