გუბერნატორსა და გამგებელს შორის მომხდარ დაპირისპირებას პარლამენტის წევრი ეხმაურება

“კამათი ჩვეულებრივი ამბავია შეიძლება მეუღლეს შეესპორო და არ დაელაპარაკო და მაგრამ ასეთი რამე ხდება გამგებელ-გუბერნატორს შორისაც, რაც  ჩვეულებრივი ამბავია” -ასე ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში თემურ ხუბულური  დღეს შიდა ქართლის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იოსებ ოქრომელიძესა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით ონიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას.   ხიდისთავში, ატენსა და ქვახვრელში შევხდი მოსახლეობას დავათვალიერე მიმდინარე პროექტები, უამინდობის მიუხედავად სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც შეეხება ხარისხს მე ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით ეს ექსპერტიზამ უნდა შეამოწმოს”

“თრიალეთის” კითხვაზე თუ როგორ აფასებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მუშაობას პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს რომ გარკვეული პრობლემებია რომელიც უშუალოდ გამგებლის თუ გამგეობის სამსახურების ბრალია დაზუსტებით თემურ ხუბულური ვერ ამბობს.

“არის გარკვეული პრობლემები   საბავშვო ბაღში არ არის გათბობა, მე ვესაუბრე მინისტრის მოადგილეს აღმოჩნდა  ტენდერის გამოცხადება დაგვიანდა მე არ ვიცი ვის ეხება ტენდერის გამოცხადება გამგებელს თუ სამსახურის ხელმძღვანელებს თუმცა ვისაც ეხება მათ ეს უნდა შეასრულონ დროულად და აქტიურად. ბევრი რამე სატელეფონო თემა არა მე მექნება ამ დღეებში შეხვედრა გამგებელთან. ცოტა მეტი მუშაობა გვმართებს ყველას ერთად”-განუცხადა “თრიალეთს”  პარლამენტში გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა.  


 

Related posts