პოლიტიკა

ნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი გამოვიდა და იმედია, დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა
20 წუთის წინ

ნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი გამოვიდა და იმედია, დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა

ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვიდა და იმედია, დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახლა ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, “რადიკალები ისედაც სულ გაერთიანებულები იყვნენ, უბრალოდ, მათ ძალა არ აქვთ, რომ რაღაც შედეგი აჩვენონ.”

“რადიკალები ისედაც სულ გაერთიანებულები იყვნენ, უბრალოდ, მათ ძალა არ აქვთ, რომ რაღაც შედეგი აჩვენონ. ამიტომ, მათი სურვილი, რომ გაერთიანდნენ, არის ახალი სულის ჩაბერვა იმ უკვე არსებულ გაერთიანებაში, რომელიც სრულიად დისკრედიტებული და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. რა თქმა უნდა, ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვიდა და იმედია დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახლა ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა. ასევე, მინდა დავამშვიდო ისიც და ჩვენი მოქალაქეებიც, რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, სადაც ვერავის, მათ შორის ისეთ ძლიერ აგენტურას, როგორიც ისინი არიან, არ ექნება საშუალება, რაიმე სახის, შიდა ან გარე არეულობა გამოიწვიონ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები