ხოვლეში ტყის მცველის გარდაცვალება სავარაუდოდ ნადირის თავდასხმამ გამოიწვია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს ტყეში 50-წლამდდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, გარდაცვლილი ხოვლეს მკვიდრი იყო და ტყის მცველად მუშაობდა, როგორც “თრიალეთს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხდა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით ტყის მცველს შესაძლოა ნადირი დაესხა თავს და მისგან მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია მამაკაცის გარდაცვალება. “თრიალეთი” შსს დაუკავშირდა, როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს საქმეზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს

Related posts