ვინ შევა კაპანაძის ნაცვლად საკრებულოში?!

გორის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების “ქართული ოცნების”  პროპორციული სიის მიხედვით. გელა კაპანაძეს შემდეგ სიაში  ლიანა კოვზიაშვილია, რომელიც საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად უკვე არის შესული და შესაბამისად გამოირიცხა, კოვზიაშვილს ვლადიმერ შუღლიაშვილი მოსდევს, რომელიც ქ. გორის მერიის კულტურის ცენტრის დირექტორია. პროპორციულ სიაში შემდეგი თამარ მურალოვია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი და ამავედროს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ხუბულურის ბიუროს ხელმძღვანელიც არის. მურალოვს ნინო მიდდიაშვილი მოსდევს,  აქედან თუ რომელი განცხადებს თანხმობას საკრებულოს წევრობაზე უახლოეს დღეებში გაირკვევა. 

შეგახსენებთ რომ გელა კაპანაძის გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშვნის შემდეგ,  საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება შეუწყდება და მის ნაცვლად  საკრებულოში ზემოთ ხსენებული პირებიდან ერთ-ერთი შევა. 


 

Related posts