პრეზიდენტმა დაიწყო და ამთავრებს დესტრუქციით – დოკუმენტი მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიას

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის უარს, რომ რიგგარეშე სხდომა მოეწვია დესტრუქციულ ქმედებად აფასებს.

“გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პარლამენტს აქვს ამის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს პარლამენტს.პრეზიდენტმა დაიწყო დესტრუქციით, მან დაიწყო დაპირისპირებით კომისიის წინააღმდეგ, პარლამენტის წინააღმდეგ და ის ამთავრებს დესტრუქციით, ეს არის მისი არჩევანი.  ახალი დოკუმენტი მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ


 

Related posts