უნდა დადგინდეს რაშია საქმე და მერე გადაწყდება ზიარების საკითხი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები გუშინ პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საპატრიარქო მზად არის შეხვედრის სრული ჩანაწერი გაავრცელოს:

„ისინი თვითონ დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი ძალიან კარგად ერკვევა დეტალებშიც კი, ნიუანსებიც კი იცის მან, ოღონდ ვიცით იმდენი, რამდენიც იცის საზოგადოებამ, ჩვენ სხვა შემხებლობა და სხვა ინფორმაციები არსაიდან არ მოგვდის. აქედან გამომდინარე მისმა უწმინდესობამ სამართლიანად ბრძანა, რომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების შედეგი რაც იქნება ის უნდა იყოს მისაღები.

მისთვის საუბარი არ შემიწყვეტინებია. შეხვედრას ესწრებოდა კათოლიკოს პატრიარქის ქორესპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელსაც საერთოდ არაფერი უთქვამს და მამალაძე მასაც ახსენებდა, თითქოს ერეოდა საუბარში. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ერთი და იგივე ფაქტის მომსწრე ორი ადამიანი ყოველთვის სხვადასხვაგვარად გამოიტანს ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციებია, რასაც მამა გიორგის ძმა საუბრობს. ეს მისი ხედვა და მისი ინტერპრეტაციებია. ამიტომაც ხდებოდა საუბრის ჩაწერა. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ ამ შეხვედრის და თვითონ დარწმუნდებით, როგორ კარგად ერკვევა მისი უწმინდესობა სიტუაციაში. რატომღაც თორნიკე მამალაძე ისევ ცდილობს, რომ მისი უწმინდესობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის.

ამ შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის. ყველა ველოდებით სიმართლის დადგენას და არანაირი ბარიერები უწმინდესთან არ არსებობს. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ კორექტულობა, უნდა მიხვდნენ ისინი, რომ იმყოფებიან საპატრიარქოში და ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრებოდნენ საპატრიარქოს, მით უმეტეს მის უწმინდესობას.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ საეკლესიო წესები. ადამიანს, როდესაც აქვს წაყენებული მძიმე ბრალი, მისი ზიარება არ შეიძლება, ვიდრე არ დადგინდება მიუძღვის თუ არა ამ ადამიანს, ბრალეულობა. როგორ შეიძლება ჩვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს სიგარეტის მოწევაზე და სხვა უმნიშვნელო საკითხებზე ეპიდემიას ვადებთ, საეკლესიო სასჯელებს ვუცხადებთ, ადამიანს წაყენებული აქვს ბრალი და ითხოვს ზაირებას. უნდა დადგინდეს რაშია საქმე და ამის შემდეგ გადაწყდება ზიარების საკითხი. სასულიერო პირებმა გუშინწინ მოინახულეს მამა გიორგი და მომავალ ორ სამ დღეში მას მოინახულებს აპირებენ კახაბერ გოგოტიშვილი და მამა დავით ჭინჭარაული”, – განაცხადა ბოტკოველმა.


 

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: