დაშავებული სამართალდამცავები

 

შეტაკებები ლონდონში – ინციდენტის დროს 6 სამართალდამცველი დაშავდა.

>

სამართალდამცველებს დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ, რომლებიცსტრეტფორდის რაიონში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ.

 

მომიტინგეების მტკიცებით, პოლიციამ შემოწმების მიზნით, 25 წლის მამაკაცი გააჩერა და სასტიკად სცემა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა 6 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს აგურები ესროლეს, პოლიციის განყოფილებასა და ავტობუსის გაჩერებას კი, ცეცხლი წაუკიდეს. დაკავებულია 4 მომიტინგე.

თრიალეთი TV