პრეზიდენტის ქალიშვილს დაკითხავენ

 

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის შვილი უნდა დაიკითხოს. პროცესი 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე სასამართლო დარბაზში არ იმყოფება. შესაძლოა, სხდომა გადაიდოს კიდეც. 

 

ანა მარგველაშვილი ჩვენებას მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმეზე მისცემს. თათარიშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს და უკანონო პატიმარია.

„მათი დაკავება მოხდა კონკრეტულად რესტორნის სასადილოს ადგილას, შიგნით და დაკავება მოხდა 5 და არა 45 წუთის მანძილზე, როგორც ამას ამტკიცებენ. ძალიან ბევრი დარღვევა არის მანდ. ის, რომ არ გაუჩხრეკიათ, არ შეუდგენიათ არანაირი ოქმი და წაიყვანეს, მანქანაში ჩატენეს უხეშად, არც არანაირი საბუთი არ წარუდგენიათ და მოიტაცეს ადამიანი,“- განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

დღესვე სასამართლო ამავე საქმეზე პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს დაკითხავს.

„დავადასტურებ 15 მარტს პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებას ჩვენ მიმართ და მიხეილ თათარიშვილის მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადებას. მე იმ დროს მასთან ერთად ვიმყოფებოდი, ეს იმითაც დავადასტურე, რომ ამოვიღე „ჯეოსელიდან“ ანტენებით ჩემი ადგილმდებარეობა იმ მომენტისათვის,“- განაცხადა მინდია გოგოჭურმა. 

Related posts