უხერხულია თქვენ რომ რაიონის ხელმძღვანელი ხართ – ზაალ უდუმაშვილი


 

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილიც იმყოფებოდა.  “ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა დაადგინოს,  რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მოხდეს დაზარალებულების დახმარება. შემთხვევის ადგილზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა.

 

 

“უხერხული იცით რა არის?  აი, ხვალინდელი დღე რომ გათენდება და ეს ხალხი რომ მოგადგებათ და უარით რომ გაისტუმრებთ. “ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები შეგახსენოთ? რამდენი ხანი აწვალეთ და რა მიეცით ბოლოს დაზარალებულებს? თქვენ რომ რაიონის ხელმძღვანელი ხართ, ის არის მემგონი უხერხული. უხერხულია ზოგადად საერთოდ ხელისუფლებაში რომ ხართ კიდევ“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

Related posts