თენგიზ სიგუას 15 წლის შვილიშვილი ისე დაკრძალეს, დედამ არაფერი იცოდა

 

 


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილი ქეთი სიხარულიძე გარდაიცვალა. მისმა ორგანიზმმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ვერ გადაიტანა.


ქეთი სიხარულიძეს ოპერაცია 21 ივნისს ჩაუტარდა და ღვიძლი დედამ გადაუნერგა. მაგრამ გოგონას თირკმელმა უმტყუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორგანიზმმა დედის ღვიძლი არ მიიღო…


ახლობლები ყვებიან, რომ ქეთის ჯანმრთელობის პრობლემები წლებია აქვს. ბავშვობაში ვირუსი გადაიტანა, რომელმაც გართულებული ავტოიმუნური ჰეპატიტი დაუტოვა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმმა ისეთი ანტისხეულების გამოყოფა დაიწყო, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ქეთი სიხარულიძეს წამალი დაუნიშნეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ესვა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბოლო დროს გოგონამ წამლის მიღება შეწყვიტა. ორგანიზმმა ანტისხეულებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.


ქეთის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა, დონორობა კი დედამ გაუწია. ოპერაციისთვის ოჯახს თანხა სჭირდებოდა. ქეთი სიგუას დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს – #დაგვასაქმექეთისთვის. გოგონას მეგობრები და ახლობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ოპერაციის ფული შეეგროვებინათ.


ქეთის მეგობრები და ახლობლები გოგონას დადებითად ახასიათებენ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მძიმე დაავადება ჰქონდა, ყოველთვის პოზიტიური, მხიარული, კეთილი და მოტივირებული იყო. არ წყვეტდა განვითარებას და კარგად სწავლობდა.


დაღუპული გოგონას ოჯახის წევრები და მეგობრები ქეთის სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:


„ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც მე და ჩვენს ოჯახს ცხოვრებისგან ერგო… შეუდარებლად თბილი, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური… სადაც კი იყო, ყველგან სინათლე და სითბო შემოჰქონდა. მონდომებით დადიოდა თეატრალურ წრეში, მღეროდა, ცეკვავდა, ბოლოს დიპლომატიურ აკადემიაშიც დაიწყო სიარული და იქ წარჩინების დიპლომი დაიმსახურა. მას ძალიან უნდოდა სიცოცხლე, სასწრაფოს რომ მიჰყავდა საავადმყოფოში, შეეკითხა, – „ხომ გადამარჩენთო“.


„დედაშენმა დაუფიქრებლად მოგცა თავისი ღვიძლი, თან ბედნიერმა დამირეკა იზმირიდან – ანატომიურად კარგი ღვიძლი მაქვსო, გადანერგვის პრობლემა არ იქნებაო. როგორც ჩანს, ყველაფერი დაგვიანებული იყო? ვერ გაგიფრთხილდით, ქეთი, ან ეს იყო შენი ბედი? არ ვიცი, სულ ამას ვფიქრობ. ერთია სანუგეშო – ანგელოზად მოხვალ…“

განაგრძეთ კითხვა:  droni.ge

Related posts