პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდა

 

საქართველოში პენსიის ოდენობა გაიზარდა. პირველი სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 150 ლარით განისაზღვრა და არსებულ საარსებო მინიმუმს გაუტოლდა. პენსიონრები, გაზრდილ პენსიასთან ერთად, სადაზღვევო პაკეტით კვლავ სარგებლობენ. საქართველოში პენსია ქალებს 60, მამაკაცებს კი 65 წლიდან ენიშნებათ. სექტემბრიდან გაიზარდა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც.  საერთო ჯამში მატება 1 300 000-მდე პირს შეეხო

 

Related posts