პოლიტიკა

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი - სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება
33 წუთის წინ

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი - სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება

სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო არ იყო დამატებით, დეტალურად, თვეების განმავლობაში დროის ხარჯვა და მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევა. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ ნიკა მელიას პოზიციას, მას მიაჩნია, რომ ეს არ არის მასთან მიმართებით სამართლებრივი პროცესი, ამიტომ სწრაფად რომ გავიგოთ, რა შედეგი უნდა დადგეს აღნიშნულ საქმეზე, უნდა დატოვონ ხანგრძლივად ციხეში, თუ გამოიყენონ სხვა ალტერნატიული სასჯელი, ამის გამო ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს, ან თანამშრომლობს, ეს არის ჩვენი უფლება.

სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება - ეს კონკრეტული ეპიზოდი შეეხება იმ სასამართლო პროცესს, როცა ნიკა მელიას უკანონო გატაცების ნაცვლად, თავად დააჯარიმეს 5000 ლარით, ამიტომ არარელევანტურად მიგვაჩნია სამართლებრივ კაზუისტიკაში შესვლა და მტკიცებულებების გამოკვლევა, საბოლოო ჯამში უნდა დადგეს შედეგი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო სწრაფად გავიგებთ ამ შედეგს ნიკასთან მიმართებით“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები