პოლიტიკა

საქართველოში ირანის ელჩის განცხადებით, დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც საელჩოს საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრია.      ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი ავრცელებს.  როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი გუშინ მოხდა.  ელჩის განმარტებითვე, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დაკავებულია.

საქართველოში ირანის ელჩის განცხადებით, დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც საელჩოს საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინა ჩაამსხვრია.     ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი ავრცელებს. როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი გუშინ მოხდა. ელჩის განმარტებითვე, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დაკავებულია.

თბილისში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი ავრცელებს.

როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ინციდენტი გუშინ მოხდა.

ელჩის განმარტებითვე, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დაკავებულია.

„წუხელ, ერთი შეუგნებელი ირანელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. ამ ინციდენტის შემდეგ, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც ზუსტად და პროფესიონალურად იმოქმედა და დამნაშავე დააკავა.

ამის შემდეგ, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან გამოცხადდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც დაიწყო კომპენსირების მიზნით ზიანის ოდენობის შესწავლისა და ამ დამნაშავის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების პროცესი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პირი ექვსი თვის განმავლობაში იქნება დაკავებული, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი, მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოდან და ჩამოერთმევა ამ ქვეყანაში ხელმეორედ დაბრუნების უფლება.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობიანი, მტკიცე და კანონთან შესაბამისი ქცევა შექებას იმსახურებს. ეს პროფესიონალური მიდგომა კარგად წარმოაჩენს ქართული ინსტიტუტების კანონისადმი ერთგულებას, დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემას.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევის, გულმოდგინების, პასუხისმგებლობისა და დროული ქმედებისთვის. ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად მივიჩნევ“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები