ცეცხლი წითელ წიგნში შეტანილ ხეებსა და ბუჩქნარს მოედო

 

 

 

ცეცხლის ახალი კერა სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის ბოლოს გაჩნდა – ძლიერი ცეცხლი წითელ წიგნში შეტანილ ხეებსა და ბუჩქნარს მოედო. ხანძრის გაძლიერება ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ქარმა გამოიწვია. სტიქიის დამარცხებას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობდნენ.


მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ხანძრის ჩაქრობას დაბისა და წაღვერის მიმდებარე ტყეებში მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის ლოკალიზებისთვის, ატენის ხეობისგან განსხვავებით, ბორჯომის ხეობაში ჯარის ჩართვა თავდაცვის მინისტრმა გამორიცხა.

ლევან იზორიამ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციისთვის შეუძლებლად სცნო არმიის ბალანსზე მყოფი იროკეზის ტიპის ვერტმფრენების გამოყენებაც.


თავდაცვის მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ხანძრის კერები აზერბაიჯანული ვერტმფრენით დაათვალიერეს.

აზერბაიჯანის, ბელარუსის და თურქეთის საჰაერო ხომალდები, ქართულთან ერთად, ბორჯომის ხეობაში ხანძარს შეუჩერებლივ ებრძვიან.

 

 

rustavi2.ge

Related posts