მასშტაბური აფეთქება კიევთან


 

 

აფეთქებების ხმა ისმის ამ დრომდე კიევიდან დაახლოებით 200-ს კილომეტრში. ქალაქ კალინოვკას მახლობლად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე დიდი საწყობი იწვის.


ადგილზე 1200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სამხედრო მოსამსახურე, ასევე 50-მდე ერთეული სახანძრო ტექნიკაა მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია 2 დაშავებულის შესახებ.

სამართალდამცველებმა ახლომდებარე დასახლებებიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

ქალაქის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსზე დახურულია საჰაერო სივრცე. ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა.


ვლადიმერ გროისმანის განცხადებით ვითარება კონტროლირებადია. უკრაინის გენერალურ შტაბში დივერსიას არ გამორიცხავენ.


გავრცელებული ინფორმაციით, საწყობში 188 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, მათ შორის სმერჩისა და გრადის ტიპის ჭურვები ინახებოდა.

Related posts