თბილისის საკრებულოს შენობაში სერგო რატიანი არ შეუშვეს


 

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს. დეპუტატს შენობაში შესვლის უფლება საკრებულოს შესასვლელთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.


„ევროპული საქართველოს“ წევრი დღეს საკრებულოს სხდომაზე დასწრებას გეგმავდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომას მხოლოდ დეპუტატები დაესწრებიან.

Related posts