თურქეთის დედაქალაქის მერი მელიჰ გოქჩეკი თანამდებობას ტოვებს


 

თურქეთის დედაქალაქის მერი მელიჰ გოქჩეკითანამდებობას ტოვებს. 


ამის შესახებ ანკარის მერმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.


„დღეს ვისაუბრეთ პრეზიდენტთან. ვიმედოვნებ, რომ ანკარას საქალაქო კრების სხდომა შაბათს ჩატარდება და მე თანამდებობის დატოვების შესახებ განვაცხადებ“, – დაწერა გოქჩეკმა.


69 წლის მელიჰ გოქჩეკი თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრია. მან ანკარის მერის თანამდებობა 1994 წელს დაიკავა და მას შემდეგ ოთხჯერ იქნა არჩეული აღნიშნულ პოსტზე.


თურქული მედია გოქჩეკის გადადგომას ერდოღანის მიერ პარტიის განახლებას უკავშირებს. მანამდე თანამდებობები დატოვეს სტამბოლის მერმა ქადირ თოფბაშმა და რამდენიმე პროვინციის გუბერნატორმა.

 

1tv.ge

Related posts