გორში მოსწავლეები დააჯილდოვეს

 

 

 

გორში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 308 წარჩინებული მე-10 კლასელს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.


“საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, დხება შიდა ქართლის მოსწავლეების დაჯილდოვება პერსონალური კომპიუტერებით. ეს პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება, რომელმაც თავის შედეგი გამოიღო თუნდაც შიდა ქართლის მაგალითზე. შარშან ჩვენ გვყავდა 178 ბენეფიციარი და წელს მათი რიცხვი უკვე 308 არის. ანუ თავისებური სტიმულია ბავშებისთვის ეს დაჯილდოვება“- განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა


2017 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

 

ავტორი: შორენა ბიჭიკაშვილი

Related posts