ვადასტურებ ჩემს ძალიან დიდ პატივისცემას – მედია ძალიან ვცოდავთ – ზაუტაშვილი

 

 

ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ “რეაქციაში“ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს გამართული აქციის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით “ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქცია დიდ ყურადღებას არ იმსახურებს.


“ეს ყველაფერი ჩემს ქალაქში არ უნდა ხდებოდეს. მე ვიქნები ძალიან ბედნიერი რომ ეს ასე არ ხდებოდეს. პროპაგანდას რაც შეეხება, პროპაგანდისგან ძალიან შორს იყო ის აქცია რომელიც ჩაატარა გურამ კაშიამ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ძალიან დიდ პატივისცემას ამ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს შეძლო და საქართველოს სახელი ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა თუნდაც ამ შემთხვევაში. პლუს მე რაც მინდა აუცილებლად ვთქვა, ვეთნხმები ნანუკას თავიდან ბოლომდე მედია ძალიან ვცოდავთ. პირველ რიგში ჩემ თვზე ვირებ ამას და ვამბობ,ძალიან ვცოდავთ, როცა თუნდაც ვაშუქებთ ამ აქციას. შენ ხომ სარედაქციო პოლიტიკას შენ თვითონ განსაზღვრავ შენი გადაცემით, შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ეს რაც ახლა ხდება აქ თუ რაც ხდება .. მე მახსოვს შენი სრულიად ბრწყინვალე გადაცემა როცა შენ ტყიბულიდან ჩამოხვედი, იქ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. შრომის ინსპექცია, რომელიც არ არსებობს, ეკონომიკური პრობლემები, რომელიც უზარმაზარია ჩვენს ქვეყანაში. ბორჯომის ტყე-პარკი სადაც დღესაც მიდის განადგურება. მივაწოდოთ მაყურებელს აქციის შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ ამაზე ძალიან დიდ დროს და ყურადღებას ნუ დავხარჯავთ. იმიტომ რომ უბრალოდ, არ იმსახურებს ეს აქცია ამხელა ყურადღებას. ვეთნხმები ნანუკას, ეს ყველაფერი მაშინვე შემვირდება, როდესაც მათი დაკვეთა აღრ იქნება შესრულებული,მათი დაკვეთა ზუსტად ის არის, რომ ბევრი ადამიანი დაჯდეს, ილაპარაკოს ამაზე, ბევრმა ადამიანმა ეს ნახოს ეკრანზე“ – განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა

თრიალეთი TV