ბავშვთა სამყაროს დაწვა მაღალჩინოსნებმა დაუკვეთეს – ელიავა


 

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აქცია პროკურატურასთან გამართეს.


ერთ–ერთი აქციის მონაწილის განცხადებით,  “ბავშვთა სამყაროს“  დაწვა მაღალჩინოსნების დაკვეთით მოხდა.


ელიავა აცხადებს რომ, სანამ შენობა დაიწვებოდა მანამდე გაქურდეს.

 

 

 

“ხელისუფლების დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი. მე არ ვამბობ რომ ამაში მთელი პარლამენტია გარეული მაგრამ, ერთი–ორი მაღალჩინოსანი მაინც ურევია. ამათი დაკვეთით გადაიწვა ეს და გაქურდეს კიდევაც. რომ იცოდნენ რომ 4 ის ნახევრამდე უნდა წაკიდებოდა, მანამდე გაიძარცვა.“ აცხადებს ჯული ელიავა.

Related posts