გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა

 


გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დღეს დატოვა. ყოფილმა მსჯავრდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა. ბარათელი, რომელსაც მკვლელობა მანამდე ჰქონდა აღიარებული, კვლავაც იმეორებს, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ფილოლოგი გურამ შარაძე სწორედ მან მოკლა.


თუმცა, შარაძის ოჯახი მას დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. აგრძელებს თუ არა პროკურატურა შარაძის საქმის ხელახალ გამოძიებას, ბარათელი ამ საკითხზე დუმს.  


“მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ,“ – განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა.

Related posts