სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – სააკაშვილი

 


„სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!“- ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას,


რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება.

 

„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით,“- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

Related posts