რუსეთის წარუმატებელი კოსმოსური მისია

 


რუსეთის კოსმოსური მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამურის ოლქში მდებარე კოსმოდრომიდან დღეს დილით რაკეტა გაუშვეს, რომელსაც ორბიტაზე 19 სატელიტი უნდა გაეყვანა, მათ შორის ახალი მეტეოროლოგიური სადგურიც.


რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, თანამგზავრებთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. ვარაუდობენ, რომ რაკეტა ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. წარუმატებელი მისიის სავარაუდო მიზეზად “როსკოსმოსი” ადამიანურ ფაქტორს ასახელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეცდომა ფრენის დაპროგრამების დროს იყო დაშვებული.

Related posts