შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისის ზღვაზე 22 წლის სტუდენტის სამძებრო სამუშაოები 4 დღეა გრძელდება

სამძებრო სამუშაოები თბილისის ზღვაზე ამ დრომდე გრძელდება – მაშველები 22 წლის სტუდენტს ეძებენ.

ლუკა ლაცაბიძე 4 დღის წინ გაუჩინარდა, პოლიციამ მის პირად ტელეფონს და ჩანთას სწორედ თბილისის ზღვაზე მიაგნო.

სამძებრო ოპერაციაში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.