ჩვენ თავშეკავება გვმართებს ამ ეტაპზე – გია ხუხაშვილი

 


შეერთებლი შტატების გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ეხმაურებიან ანალიტიკოსები. იერუსალიმის საკითხზე საქართველოს მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას უადგილოდ თვლის ექსპერტების ნაწილი თბილისში. გია ხუხაშვილის განმარტებით, ქვეყანამ ამ ეტაპზე თავი უნდა შეიკავოს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დამახასიათებელია გრძელვადიანი, მრავალსაფეხურიანი კომბინაციები. აქედან გამომდინარე, იმის თქმა თუ რა გათვლას აკეთებს ამერიკული პოლიტიკა და ეს ყველაფერი საით წავა, არ შემიძლია. მე არ მგონია, რომ დღეს საქართველომ რაიმე პოზიცია უნდა დააფიქსიროს ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, არის გლობალური საკითხი, ძალიან მასშტაბური საკითხი და აქედან გამომდინარე, ჩვენ თავშეკავება გვმართებს ამ ეტაპზე,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

Related posts