მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა


 

თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი ქარქიშვილი გორის რაიონის, სოფელ ატენის მცხოვრებელი იყო. იგი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ipn ავრცელებს.


მეგობრების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ. ერთის თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოვარდა, მეორე ინფორმაციით კი, ამწეს რკინა-ბეტონის სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოუვარდა და გიორგი ქარქიშვილს დაეცა.


ქარქიშვილის თანაკლასელების ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Related posts