სააკაშვილმა პოროშენკოს წერილი გაუგზავნა


 

 

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა. როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია ZIK-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, წერილი დიალოგის შეთავაზებას ეხებოდა.


„მე მას წერილი გავუგზავნე, მივწერე, რომ „თქვენ მე შეურაცხყოფა მომაყენეთ, მიწოდეთ რუსეთის აგენტი, როცა თავადაც იცით, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ მე პიროვნულ წყენას არ ვიტოვებ. თქვენს მიმართ ბოროტი განზრახვები არ მაქვს. მე გთავაზობთ დიალოგს“, – ასე აღწერს სააკაშვილი მის მიერ პოროშენკოსთვის გაგზავნილ წერილს.



მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინის მთავრობის ლიდერთან ფარული მოლაპარაკებები შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა, რადგან მისთვის მხოლოდ საჯარო დიალოგის ფორმატია მისაღები.


მანამდე კი, სააკაშვილმა ინტერნეტგამოცემა СТРАНА-სთან საუბარში მის მიერ პოროშენკოსთვის წერილის გაგზავნის ფაქტი უარყო.

Related posts